რა შედეგს მოიტანს სესხების გალარების პროცესი და ვის შეეხება სუბსიდირება?

მთავრობამ ლარიზაციის სისტემა დაამტკიცა. როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, ლარიზაციის პროცესი ლარის გამყარებას შეუწყობს ხელს.

აღნიშნული შეეხება ფიზიკურ პირებს, რომელთა წლიური შემოსავალი არ აღემატებოდა 100 ათას ლარს, 2015 წლის განმავლობაში. ამავე დროს მათი მთლიანი სესხის ნაშთი არ იყო 40 ათას დოლარზე მეტი 2015 წლის 1-ელი იანვრისთვის. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ მათ 2015 წლის 1-ელი იანვრიდან 2016 წლის 28 ნოემბრამდე სესხი დაფარეს, ამ შემთხვევაში 2016 წლის 28 ნოემბრისათვის არსებული ნაშთის სუბსიდიას განახორციელებს მთავრობა“-განაცხადა მინისტრმა.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, შესაძლებელია მსესხებელს ჰქონდეს მეტი სესხი, თუმცა იმ ნაწილზე საქართველოს მთავრობა სუბსიდირებას არ განახორციელებს,  ეს იქნება მსესხებლის გადაწყვეტილება.

 

კომენტარის დატოვება