უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ვინაობა ცნობილია

უკრაინაში პუტინის ომს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, გიორგი ნარმანია ემსხვერპლა.

ის რიგით 37-ე ქართველია, რომელიც რუსეთის აგრესიას უკრაინაში შეეწირა.

უცნობია, როდის გადმოასვენებენ დაღუპულ ქართველ გმირს სამშობლოში, რადგან ბახმუტთან მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებების გამო, მისი თანამებრძოლები ცხედრის გამოტანას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.