საბერძნეთში მომხდარი სარკინიგზო ავარიის შემდეგ, ტრანსპორტის მინისტრმა თანამდებობა დატოვა

საბერძნეთში მომხდარი სარკინიგზო ავარიის შემდეგ, ტრანსპორტის მინისტრმა, კოსტას კარამანლისმა თანამდებობა დატოვა.

მისი თქმით, ტრაგედიის შემდეგ პოსტზე დარჩენა შეუძლებელია.

ცენტრალურ საბერძნეთში, სამგზავრო და სატვირთო მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 38-მდე გაიზარდა. დაშავებულია ათობით ადამიანი. ადგილზე სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება

სამგზავრო მატარებელი, რომელშიც 350-ზე მეტი მგზავრი იმყოფებოდა, სატვირთო მატარებელს გუშინ საღამოს შეეჯახა. რა გახდა შეჯახების მიზეზი, უცნობია.

თესალიის რეგიონულმა გუბერნატორმა, განაცხადა, რომ ზემოქმედება იყო “ძალიან ძლიერი” და მატარებლის წინა ვაგონები დაშლილია.