საბერძნეთმა სარკინიგზო ავარიის ადგილზე გადარჩენილთა ძებნა შეწყვიტა

ოფიციალურმა ათენმა სარკინიგზო ავარიის ადგილზე, გადარჩენილთა ძებნა შეწყვიტა.

სამ დღიანი ძებნის შედეგად, 57 დაღუპულის ცხედარია ნაპოვნი. ზუსტად რამდენი ადამიანი ითვლება დაკარგულად, უცნობია.

სამგზავრო მატარებელი, რომელშიც 350-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, სატვირთო მატარებელს სამშაბათს საღამოს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ათობით მგზავრი დაშავდა. რა გახდა შეჯახების მიზეზი, უცნობია.

მომხდარის შემდეგ, საბერძნეთის ტრანსპორტის მინისტრმა, კოსტას კარამანლისმა პასუხისმგებლობა აიღო და თანამდებობა დატოვა.