აშშ-ს გენერალური პროკურორი უკრაინაშია

ამერიკის შეერთებული შტატების გენერალური პროკურორი, მერიკ გარლანდი უკრაინაში ჩავიდა. ინფორმაციას აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტი ავრცელებს.

“გენერალურმა პროკურორმა გამართა რამდენიმე შეხვედრა და კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი გადაწყვეტილება, რუსეთს პასუხისმგებლობა დაეკისროს დანაშაულებზე, რომლებიც ჩადენილია მისი უსამართლო და არაპროგნოზირებადი შეჭრისას, სუვერენული მეზობლის წინააღმდეგ”, – აცხადებენ იუსტიციის წარმომადგენლები.