პარლამენტთან გამართული აქციის მონაწილე 2000 ლარით დააჯარიმეს, 6-ის სასამართლო პროცესი კი გადაიდო

2 მარტს პარლამენტთან გამართულ აქციაზე დაკავებული 7 პირის სასამართლო პროცესი, გუშინ ღამით გაიმართა.

მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა იმედა კლდიაშვილი 2000 ლარით დააჯარიმა, ხოლო 6 პირის პროცესი 22 მარტამდე გადადო.

იმედა კლდიაშვილმა სასამართლო დარბაზში განაცხადა, რომ ჯარიმას არ გადაიხდის.

2 მარტს პარლამენტთან პოლიციამ რუსული კანონოპროექტის გაპროტესტებისთვის, ძალის გამოყენებით 36 პირი დააკავა, მათ შორის იყვნენ ჟურნალისტებიც.

დაკავებულთა ნაწილი ამ დრომდე წინასწარი მოთავსების იზოლატორში რჩება.

მომიტინგეებს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობას ედავებიან.