ახალ ზელანდიაში 6.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ახალ ზელანდიაში 6.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური კვლევითი ცენტრის ცნობით, მიწისძვრა კუნძულ კერმადეკის რაიონში მოხდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი დედამიწის ზედაპირიდან 152 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.