თბილისში, ეკლესიის ეზოში სასულიერო პირი დაჭრეს

თბილისში სასულიერო პირი დაჭრეს. შემთხვევა ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე მდებარე 13 ასურელი მამის ტაძრის ეზოში მოხდა. რა გახდა დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. მას ოპერაცია ჩაუტარდა.

ფაქტს შსს-შიც ადასტურებენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.