10 წლის ბავშვი, რომელიც ბათუმის ბულვარში დაშავდა გარდაიცვალა.

10 წლის ბავშვი, რომელიც ბათუმის ბულვარში დაშავდა, კლინიკაში გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, გუშინ, ბათუმის ბულვარში ქარმა ბატუტი გაიტაცა, რის შედეგადაც ბავშვები დაშავდნენ.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.