მორიგი თავდასხმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გორის ოფისზე | ჩამსხვრეულია შენობის მინები

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” შიდა ქართლის ორგანიზაციის წევრებს გორის ოფისი დღეს დილით ისევ დარბეული დახვდათ. ჩამსხვრეულია ოფისი მინები და დაზიანებულია ინვენტარი.

ცნობისთვის, ბოლო ორ წელში, ეს თავდასხმის რიგით მეათე შემთხვევაა.

ენმ-ში ამბობენ, რომ პოლიციის იმედი არ აქვთ, რადგან მსგავსი შემთხვევებისთვის სათანადოდ არავინ დასჯილა.