აშშ-ში 3 წლის ბავშვმა შემთხვევით უფროსი და მოკლა

ამერიკული მედიის ცნობით, აშშ-ში, ჰიუსტონში 4 წლის გოგოს 3 წლის დამ ცეცხლსასროლი იარაღიდან შემთხვევით ესროლა და მოკლა.

ჰარისის ოლქის შერიფის ედ გონსალესის ინფორმაციით, შემთხვევის დროს ბავშვები ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდნენ. ოლქის პროკურორმა უნდა გადაწყვიტოს, წაუყენებენ თუ არა ბრალს ოჯახის რომელიმე წევრს.