ხმალაძის თქმით, მეტროსადგური „გოცირიძე” დაახლოებით ერთ კვირაში გაიხსნება

„საზოგადოებრივი მაუწყებლის” ცნობით, თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რომ მეტროსადგური „გოცირიძე” დაახლოებით ერთ კვირაში გაიხსნება.

„ექსპლუატაციაში მიღების ეტაპზე ვართ, დღეს ვიღებთ საგანგებო სიტუაციების სამსახურიდან დასკვნას, სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რომელიც გადაიგზავნება ეკონომიკის სამინისტროს სამშენებლო და ზედამხედველობის ინსპექციაში. ჩემი ვარაუდით, დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში ექსპლუატაციაში უნდა მივიღოთ და გავხსნათ „გოცირიძის“ მეტრო“, – განაცხადა ხმალაძემ.