12 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო

დიდ დიღომში 12 წლის გოგონას გარდაცვლილების საქმეზე, გამოძიება 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ, მოზარდი გარდაცვლილი ნახეს.

გოგონა გუშინ საღამოს დაიკარგა. მას სამართალდამცველები და ადგილობრივები ეძებდნენ. მოზარდი ბოლოს პეტრიწის ქუჩის მიმდებარედ, სკვერში ნახეს. რამდენიმე საათის შემდეგ კი მოშორებით უგონო მდგომარეობაში იპოვეს.