„ძაღლს ვასეირნებდი, მოვიდა, საქანელაზე იქანავა, მერე მკითხა…” – ახალი დეტალები 12 წლის გოგოს გარდაცვალებასთან დაკავშირებით

12 წლის გოგოს გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ახალი დეტალები ხდება ცნობილი. სოციალურ ქსელში, ერთ-ერთი მომხმარებელი, კომენტარებში წერს, რომ ბავშვი დაახლოებით, 11 საათზე ნახა.

„კოლეჯის წინ ვნახე, ძაღლს ვასეირნებდი, მოვიდა, საქანელაზე იქანავა. მერე მკითხა, თქვენი ძაღლია, რა საყვარელიაო, მადლობა-მეთქი და წავიდა პეტრიწისკენ.
მარტო იყო, სადღაც 11-ზე, ალბათ, ან 12 -ის წუთებზე, ზუსტად ვერ ვიტყვი დროს…” – წერს თვითმხილველი, სოციალურ ქსელში, ერთ-ერთ ჯგუფში.

მოზრდას ოჯახი, პოლიცია და ადგილობრივები საღამოს 23:00 საათიდან ეძებდნენ.
რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ გოგონა უგონო მდგომარეობაში იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 12 წლის გოგოს გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებაში.