ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში 163 320 ჯარისკაცი დაკარგა | გენშტაბი

უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 163 320 (+760) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 17.03.2023-მდე ასეთია:

ტანკები – 3 506 (+2), ჯავშანტექნიკა – 6 823 (+13), საარტილერიო სისტემები – 2 552 (+13), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 504 (+1), საჰაერო თავდაცვის სისტემები – 265 (+0), თვითმფრინავი – 305 (+0), ვერტმფრენები – 290 (+1), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 2 145 (+0), ფრთოსანი რაკეტები – 907 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0),              საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი –  5401 (+7), სპეციალური ტექნიკა – 258 (+1).

გასული დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა მოიგერიეს რუსების 70-ზე მეტი თავდასხმა ხუთი მიმართულებით, ასევე გაანადგურეს ოკუპანტების ხუთი სამეთაურო პუნქტი.