„ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“ – ზახაროვა

„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) გადაწყვეტილებებს რუსეთისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, შესაძლო დაპატიმრების ორდერი იურიდიულად ბათილია” – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ.

„საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს გადაწყვეტილებებს ჩვენი ქვეყნისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მათ შორის იურიდიული თვალსაზრისით.

რუსეთი არ არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის მხარე და არ ეკისრება მასზე ნაკისრი ვალდებულებები. რუსეთი არ თანამშრომლობს ამ ორგანოსთან, დაკავების შესაძლო „რეცეპტები“ კი, რომლებიც მოდის საერთაშორისო სასამართლოდან, ჩვენთვის იურიდიულად ბათილი იქნება“, – განაცხადა ზახაროვამ.

ნახეთ ასევე: ჰააგამ პუტინის დაკავების ორდერი გასცა