880 განადგურებული ოკუპანტი ერთ დღეში | რუსეთის საბრძოლო დანაკარგები უკრაინაში

უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 164 200 (+880) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 18.03.2023-მდე ასეთია:

ტანკები – 3 511 (+5), ჯავშანტექნიკა – 6 830 (+7), საარტილერიო სისტემები – 2 560 (+8), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 506 (+2). საჰაერო თავდაცვის სისტემები – 265 (+0), თვითმფრინავი – 305 (+0), ვერტმფრენები – 290 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 2 159 (+14), ფრთოსანი რაკეტები – 907 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი –  5404 (+3), სპეციალური ტექნიკა – 259 (+1).

გენშტაბის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოიგერიეს 100-ზე მეტი შეტევა და 8 დარტყმა მიაყენეს მტრის კონცენტრაციის ზონებს.