რუსთავში დედამთილმა რძალს ქუჩაში სცემა

რუსთავში დედამთილმა რძალს ქუჩაში სცემა. ამის შესახებ ინფორმაციას „ინფო რუსთავი” ავრცელებს.

მათივე ცნობით, 60 წლამდე ქალსა და 30 წლამდე ქალს შორის სიტყვიერი კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

დედამთილმა რძალს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. არსებული ინფორმაციით, დედამთილი პასუხისგებაში მიეცა.