ეკვადორში 6,9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

Reuters-ის ინფორმაციით, ეკვადორში 6,9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

ევროპულ-ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი (EMSC)-ს ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები 10 კმ სიღრმეზე  დაფიქსირდა.

არსებული ინფორმაციით, მიწისძვრას ნგრევა მოჰყვა. დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.