უმძიმესი ავარია კახეთში | გარდაიცვალა ქალი, დაშავდა 7 წლის ბავშვი

ბაკურციხე-თბილისის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქ ავტომობილს, რომლითაც ოჯახი მგზავრობდა, ტრაილერი შეეჯახა.

ადგილზე  გარდაიცვალა ქალი, მძიმედ დაშავდნენ მისი 7 წლის შვილი და მეუღლე.

დაშავებულები გურჯაანის ჯეო-ჰოსპიტალსის კლინიკაში გადაიყვანეს.

ექიმების თქმით, 7 წლის ბავშვს სამკურნალოდ  თბილისში გადაიყვანენ, რადგან ტრავმები თავის არეში აქვს მიღებული და  ნეიროქირურგის დახმარება სჭირდება.