ხუნდაძე კაჭარავას რაგბის კავშირის პრეზიდენტს უწოდებს და გამარჯვებას ულოცავს

„ვულოცავ ჩვენი გუნდის ღირსეულ წევრს და რაგბის ფედერაციის პრეზიდენტს დავით კაჭარავას ამ გამარჯვებას” – წერს „ოცნებას” გამიჯნული დეპუტატი და „ხალხის ძალის” დამფუძნებელი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში.

„ქართული სპორტის კიდევ ერთი დიდი წარმატება!

გილოცავთ და ვულოცავ რაგბის ეროვნულ ნაკრებს ამ ბრწყინვალე გამარჯვებას!

ვულოცავ ჩვენი გუნდის ღირსეულ წევრს და რაგბის ფედერაციის პრეზიდენტს დავით კაჭარავას ამ გამარჯვებას!” – წერს ხუნდაძე.

დავით კაჭარავა, რომელსაც ხუნდაძე რაგბის კავშირის პრეზიდენტს უწოდებს, რაგბის ფედერაციის
გამგეობის თავმჯდომარეა.