თბილისში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში გარდაცვლილი კაცი იპოვეს | რა მოხდა მუხიანში

თბილისში, მუხიანში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში გარდაცვლილი კაცი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 60 წლამდე პირია.

წინასწარი ინფორმაციით ლიფტში ცეცხლის კერის კვალი აღინიშნება. რა გახდა გარდაცვალების მიზეზი, უცნობია.

ადგილზე შესაბამისის სამსახურები მუშაობენ.

წყარო: “მთავარი არხი”