თბილისში, საბურთალოს რაიონში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

თბილისში, საბურთალოს რაიონში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა. გარდაცვლილია 70 წლამდე მამაკაცი.

ცეცხლი იყალთოს ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გაჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.