ვილნიუსის სისხლიანი კვირა

 ვილნიუსის სისხლიანი კვირა (იგივე იანვრის მოვლენები) — 1991 წლის 11 იანვრიდან 13 იანვრამდე საბჭოთა სპეცდანიშნულების რაზმების მიერ ლიტვის მთავრობის არაკანონიერად დამხობის მცდელობა. პარლამენტის შენობისა და ვილნიუსის ტელეანძის დაცვის დროს დაიღუპა 14 შეუიარაღებელი მშვიდობიანი დემონსტრანტი და დაიჭრა 702.

იანვრის მოვლენების შედეგად მოხდა ლიტვის სახელმწიფოებრიობის საბოლოო აღდგენა.

12 იანვრის ღამეს საბჭოთა ჯარებმა იერიში მიიტანეს ვილნიუსის ტელეანძაზე. მშვიდობიან მოსახლეობას, რომელიც იცავდა ტელეანძის შენობას, საბჭოთა ჯარისკაცებმა ცეცხლი გაუხსნეს. უმრავლესობა ტყვიას ემსხვერპლა, ხოლო 2 კი — ტანკმა გასრისა. საბოლოოდ რუსმა სამხედროებმა დაიკავეს ტელეანძა და მაუწყებლობა შეწყვიტეს. მიუხედავად აგრესიისა ხალხი მაინც გროვდებოდა ლიტვის უმაღლესი საბჭოს შენობის წინ, სადაც ტანკსაწინააღმდეგო ბარიკადებს აწყობდნენ და დასახვედრად ემზადებოდნენ. საბოლოოდ საბჭოთა ჯარებმა უკან დაიხიეს.

თავდასხმების შედეგად ლიტვის მთავრობამ მსოფლიოს ქვეყნებს მოუწოდა დაეგმოთ საბჭოთა კავშირის აგრესიული და არაკანონიერი ქმედებები ლიტვის სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ. მალევე მათ ღია მხარდაჭერა გამოუცხადეს ნორვეგიამპოლონეთმა და ისლანდიამ. საბჭოთა კავშირმა რათქმაუნდა უარყო ბრალდებები. ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვიც,

დაძაბულობა მომდევნო თვეებშიც გაგრძელდა, თუმცა ღია შეიარაღებული დაპირისპირება არ მომხდარა. დასავლეთის ზეწოლისა და ქვეყნის შიგნით დაწყებულმა ანტი-საბჭოურმა პროცესებმა საბჭოთა კავშირი აიძულა ლიტვის დამორჩილებაზე ხელი აეღო.

1991 წლის 9 თებერვალს ჩატარდა რეფერენდუმი, რომელშიც ლიტვის სრულ და აბსოლიტურ დამოუკიდებლობას მონაწილეთა 90,47%-მა დაუჭირა მხარი.

ხშირად ვილნიუსის სისხლიან კვირას ადარებენ შავი იანვრისა და 9 აპრილის ტრაგედიებს.

 

 

 

კომენტარის დატოვება