„მივესალმებით პირდაპირ ფრენებს და უვიზო მიმოსვლას რუსეთთან” – კალяძე კალაშნიკოვის განცხადებაზე

„ჩვენ მივესალმებით, თუნდაც პირდაპირ ფრენებს და თუნდაც უვიზო მიმოსვლას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის” – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, კახა კალაძე დუმის დეპუტატი კალაშნიკოვის განცხადებას, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენასა და სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე.

„თქვენ იცით, რომ ცალმხრივად იყო ყველაფერი გაკეთებული, სანქცირებული ჰყავდათ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი, შემოღებული იყო ვიზები, აკრძალული იყო პირდაპირი ფრენები. თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს მათი გადასაწყვეტია და მათ უნდა მიიღონ. თუ ეს გადაწყვეტილება იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენ მივესალმებით, თუნდაც პირდაპირ ფრენებს და თუნდაც უვიზო მიმოსვლას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის“ – განაცხადა კალაძემ.