პარლამენტის შენობაში დღეს დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს

საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

„მიმდინარე წლის 24 მარტს „საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი. შეზღუდვა არ შეეხება აკრედიტებულ ჟურნალისტებს.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია, საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების უსაფრთხოების დაცვა და სამუშაო პირობების უზრუნველყოფა”, – წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს მოუსმენენ.