“მინდა ერთხელ და უკანასკნელად ვთქვა ის, რაც უნდა იცოდეთ თქვენც…

ირაკლი ჩხვირკია

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი

“ეპოქა დასრულდა!!! ეპოქას ვიწყებთ!!!”
ყოველთვის, ყველაზე მეტად ადამიანურ ურთიერთობებს ვუფრთხილდებოდი. სადაც მიმუშავია, რა ჯგუფთან ერთადაც თანამიცხოვრია გარკვეული პრიოდების განმავლობაში, ყველგან პირველ რიგში ადამიანებს და ურთიერთობებს ვაყენებდი ყველაფერზე წინ. როცა გირჩები წავიდნენ, არ წამიშლია ჯაფარასთან გადაღებული ფოტო… არც წიხლი დამიყოლებია… გული დამწყდა მაგრამ რაც იყო იყო… ვაშაძის წასვლის შემდეგ მოვხვდით საერთო სივრცეში და შედგა ადამიანური კომუნიკაცია, მიუხედავად ყველაფრისა… ახლა როცა ასე უმადურად და უმადლობოდ წავიდნენ, ბევრად უფრო გულდაწყვეტილი ვარ… გიგის რო იჭერდნენ იმ საღამოს მის დასაცავად ატეხილ ამბავში, მოპარული ჟეშტივით მათრიეს, დამიჭირეს, დამაჯარიმეს, (ახლაც ყადაღა ადევს ჩემს ანგარიშებს) მეც და სხვა ბიჭებიც… კაცი ციხიდან გამოვიდა და ერთი სიტყვით არ უთქვამს, მადლობა ბიჭებო, ახალ წელს რო მოდიოდით ციხესთან და მამხნევებდითო… გამოყო თუ არა თავი საკნიდან, ბიბლიოთეკის უკლონნისტები გვიწოდა. მეორე დღეს უინტელექტოები და ბოლოს “ჟეშტიანშიკები” ხართო, გაიჯახუნა კარი და წავიდა.

გიგამ გულრწფელი ემოცია ვერ მაპატია! როცა გაყალბებული არჩევნების ღამეს ვთქვი, პარლამეტში ფეხის შემდგმელი ნაცის ქოცი დედაც თქო, დამადეპორტეს პარტიის ოფისიდან… ამ ამბავს ჟურნალისტი შეესწრო ერთ-ერთი არხის და როცა იკითხა, ჩხვირკია რატო გააგდესო, სუსის აგენტობაში დამდეს ბრალი
-კარმა მაქვს ასეთი, ვინც დაუმსახურებლად იწევს ჩემს წინააღმდეგ, ვინც ცდილობს ჩემი წამართვას ან თავში ჩამცხოს რამე, აუცილებლად ისჯება, მარცხდება და აუცილებლად აგებს პასუხს… გიგას სურდა მიშას დამარცხება და ამ ბრძოლაში მან წააგო!

კონფლიკტებს და უაზრო აყალ-მაყალს თავი ავარიდე, სულ ცოტა ხანი მოვითმინე და დღეს იმ ოფისში, საიდანაც გამაგდეს, იმ ოთახში, იმ სკამზე წამოვჯექი ყავით და სიგარეტით რომლისთვისაც იბრძოდნენ ცენტრალურის ცენტრგოროდელები… სკამის დედაც, კაბინეტისაც და თანამდებობისაც, უბრალოდ განცდაა მაგარი, როცა იცი რო თუ გაწყენინეს, უბრალოდ დაჯექი და დაელოდე შესაბამის დროს. დროს როცა სამყაროს კანონზომიერება შენს მაგივრად გასცემს პასუხს ყველას, ვინც არასწორად მოგექცა… ვინც მიცნობს იცის, რომ სკამი, თანამდებობა ფული და სხვა ფუფუნების საგნები რამეს რომ ნიშნავდეს ჩემთვის, ტაქსისტი კი არ ვიქნები დღეს, ქოცნებაში მეჭირებოდა “საკაიფო” თანამდებობა.

უსამსახუროდ დარჩენილმა და ყელამდე ვალების წუმპეში ამოგანგლულმა, პარტიას მძღოლის ადგილი ვთხოვე (ვაკანსია იყო თან) და რატიანი დღეს ისე წავიდა, სრული წინადადებითაც კი არ უპასუხია ჩემს თხოვნაზე…

ახლა ამას იმიტომ კი არ ვწერ, რომ ვწუწუნებ ან რამე… არამც და არამც, უბრალოდ, სანამ ერთიანი გვერქვა და ერთად გვერქვა ბოლომდე ვუერთგულე ჩვენს ერთიანობას და სიტყვა “ერთად”-ის მნიშვნელობას… ახლა როცა ნეხვის სროლით წავიდნენ და ჟეშტიანშიკები თუ მეჯართეები გვიწოდეს, როცა უკვე ერთნი აღარ ვართ თუნდაც ფიქტიურად, მინდა ერთხელ და უკანასკნელად ვთქვა ის რაც უნდა იცოდეთ თქვენც.

თავისუფალი ზონის თავდაუზოგავ ბავშვებს როცა შიოდათ, როცა უფულობის გამო სახლიდან ოფისამდე ფეხით მოდიოდნენ, “პარტიას” ახალ ახალი, გაუგებარი წარმომავლობის გოგო-ბიჭები აჰყავდა სამსახურში  დემოკრატიულად.

ბოლოს, როცა გივი ააფეთქეს და მართლა სასწაულებრივად გადაურჩნენ გივი და მძღოლი სიკვდილს, მეგონა ჩვენს ერთობას ვეღარაფერი შეარყევდა!!! მართლა მეგონა რომ ყოველგვარი უთანხმოება წარსულს ჩაბარდებოდა და ერთ მუშტად შეკრულები პასუხს ვაგებინებდით ბატონ ბიძინას ჩვენი თანაგუნდელის, მეგობრის და თანამებრძოლის ფაქტიურად მკვლელობისთვის! გივის ვიცნობ და ვიცოდი რომ მიუხედავად ყველაფრისა, რადგან გადარჩა “ზადნის” არ მისცემდა და როგორც კი კანტუზია გაუვლიდა, ასჯერ უფრო მეტი აგრესიით შეუტევდა ბიძოს… არც ახლა მჯერა რომ გივი ვინმემ იყიდა, შეაშინა ან დაკერა… მე უფრო მგონია ძმაკაცობის მსხვერპლია…

ჰო და მოკლედ, ასე სჯობდა როგორც ახლა არის… ბოლოს პრინციპულად შეუთავსებელი იყო ხალხის და პარტიის ლიდერების პოზიციები. უპრინციპულესი ფინალის წაგების შემდეგ მწვრთნელები ტოვებენ გუნდებს და ახლაც ასე მოხდა, პასუხისმგებელმა სერგომ, ხათუნამ, მაჭავარიანმა იმან და ამან წააგეს ფინალი და ისედაც აღარ ჰქონდათ მორალური უფლება დარჩენილიყვნენ პარტიის მმართველობაში!!!

ახლა ვწერ ამას და თან მეფიქრება, რაოდენ მძიმეა ამ ყველაფერზე საუბარი. ხვალ, სადღაც თბილისის რომელიმე ქუჩაზე, კაფეში ან სადმე რომ გადაეყრები ადამიანს, რომელთან ერთადაც იბრძოდი, მერე რომელმაც მეჯართე, უინტელექტო და უკლონისტი გიწოდა, არ არის ემოციურად ადვილი საქმე გაუძლო წნეხს, რომელიც გაურკვევლობით იქნება გამოწვეული შენში. როცა არ იცი რა უნდა ქნა? მიესალმო ვითომც არაფერი თუ დააიგნორო ბრაზიანი მზერით? არც ერთი გგონია სწორი და არც მეორე. ცდილობ იპოვო რაიმე მესამე ვარიანტი, რომელიც უფრო სწორი იქნება, და ამ ფიქრებში ხარ როცა მის თვალებშიც იგივეს ხედავ რაც შენში ხდება… კაროჩე ხუიოვა რა ….

როგორც ნიკა მელიამ თქვა, დაიჭირა ბიძომ, როცა მოუნდა გამოუშვა ბიძომ, ააფეთქა ბიძომ, გალახა ბიძომ, გაუყალბა ბიძომ და ესენი მაინც სააკაშვილს აგინებენ…

“დრო მხოლოდ სიყვარულს დაინდობს”-ო და ჩემი თუ გჯერათ გეტყვით: ტაქსისტებში და პოლიტიკაში სიყვარული არ არსებობს!!!

ჩემი გიგი, ციხეში მოკლეს! ჩემი გიგა “პადსკალზნულსა,” დანარჩენები “უპალ აჩნულსა გიფს”…
ეპოქა დასრულდა!!! ეპოქას ვიწყებთ!!!

პ.ს. ფოტოებს არ ვშლი! არც წარსულში დაწერილ სტატუსებს!!! მე ჩემი წარსულის არ მრცხვენია!!! არც აწმყო მაქვს სამარცხვინო!!! ეს ფოტო გიგასთან, წერეთელზე, გამოფენის ერთ ერთ ჰოლში, ნაცმოს ყრილობის დროს არის გადაღებული… 20 იანვარს ნაცმოს ყრილობაზე ამ ორიდან ეს ღიმილიანი “მეჯართე” ბიჭი იქნება მხოლოდ!!!

კომენტარის დატოვება