„ვინმე გაბედავს პუტინის დაჭერას? უნდა ვინმეს არეულობა?”- მეუფე იაკობის პრორუსული რიტორიკა

ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი საკვირაო ქადაგებისას პუტინზე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და თქვა, რომ რუსეთისთვის ეს გადაწყვეტილება არაფერს ნიშნავს.

„რა გააკეთეს ახლა, ერთ-ერთი სახელმწიფოს მეთაური ომის დამნაშავედ შეირაცხა, სასამართლომ გასცა მისი დაკავების ბრძანება. მე არ ვიცი, ომი რომ მიმდინარეობს თავს იტყუებენ, თუ ვის დააკავებს. მაშინვე ჩინეთმა რა გააკეთა, ჩავიდა [რუსეთში] და შეხვდა იმას [პუტინს] ხომ, ანუ არაფრად ჩააგდო იმიტომ რომ იმ სასამართლოს [ICC-ის] წევრები არ არიან არც ამერიკა, არც ჩინეთი არც რუსეთი არ არის და იმათთვის არაფერს ნიშნავს. თუ არ მოუგე რუსეთს, როგორ გინდა დაიჭირო. საინტერესოა, ქვეყანაში რომ ჩააკითხონ, ვინმე გაბედავს დაჭერას? უნდა ვინმეს არეულობა? თავიანთთან რომ არეულობა არ იყოს და უკრაინის გარეთ რომ არ გავიდეს, ფულს ხო მაგაში იხდიან, იარაღითაც ხომ მაგიტომ აიარაღებენ ადამიანებს” – განაცხადა იაკობმა.

შეგახსენებთ, 17 მარტს ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. ორდერი გაიცა ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზეც