„ახალგაზრდებმა დაიჯერეს, რომ რუსეთში მიგვარბენინებდნენ და გამოვიდნენ” – მეუფე იაკობი ამჯერად ახალგაზრდებს ესხმის თავს

ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი საკვირაო ქადაგებისას გამოეხმაურა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებს, რომელიც მარტის დასაწყისში რუსთაველზე მიმდინარეობდა.

მეუფე იაკობმა ახალგაზრდების პროტესტს „უბრალო” უწოდა.

„დაიჯერეს [ახალგაზრდებმა], რომ რუსეთში მიგვარბენინებდნენ, გამოვიდნენ და… აწი მაინც ხომ უნდა დაფიქრდნენ, ვინმეს რომ რუსეთში წავეყვანეთ, უბრალო გამოსვლით სხვაგან გაგიშვებდნენ, დაგაბრუნებდნენ? შევხედოთ საფრანგეთში რა ხდება, პენსიებზე ლამის ხოცვა-ჟლეტა აქვთ, 400 მარტო ჟანდარმი ჰყავთ დაზარალებული და ხალხი რამდენი იქნება ხომ არ გამოაცხადებს საფრანგეთის მთავრობა.

საქართველოში რამე რომ ხდება, მაშინ წუხან ხოლმე მსოფლიოს ხელისუფლებებში, რომ ეს როგორ ხდება დემოკრატიას მიხედეთ და რამე არ დააშავოთ. ახალგაზრდებსაც მივმართავ, ნუთუ ჩვენ საზღვარგარეთაც, ვინმე ჰქონიათ უცხო ერის და უცხო ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელსაც თითოეულ ჩვენგანზე მეტად უყვარდეს საქართველო, ამ სისულელეს ვინმე დაიჯერებს? ეს ხომ დიდი სისულელეა”- განაცხადა იაკობმა.