თბილისში სამგზავრო მიკროავტობუსი დაიწვა

თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანში სამგზავრო მიკროავტობუსი დაიწვა.

მიკროავტობუსში 15 მგზავრი იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

შსს-მ გამოძიება სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების ნორმების დარღვევის მუხლით დაიწყო.