„ჩვენ გვინდა ჩავშალოთ ინაუგურაცია!“-20 იანვარს აშშ-ში 4 კილმეტრიანი დემონსტრაცია მზადდება

უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 20 იანვარს ვაშინგტონში, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ჩასაშლელად  მრავალათასიანი დემონსტრაციები იგეგმება. მედია დემონსტრაციების ორგანიზატორებზე DisruptJ20 (ჩაშალე 20 იანვარი) დაყრდნობით ავცელებს ინფორმაციას.

ორგანიზატორების განცხადებით, ისინი გეგმავენ ბლოკირება გაუკეთონ 12 საკონტროლო-გამშვებ პუნქტს ვაშინგტონში, ჩაატარონ 4 კილომეტრიანი დემონსტრაცია ქალაქის მთავარ გამზირზე და საღამოს ცერემონიის დროს ქალაქის სხვადასხვა ადგილას გამართონ საპროტესტო ხმაურიანი აქციები. ჯგუფის თქმით, დემონსტრაციის დღეს 300 მოხალისე გაუწევს კოორდინირებას მონაწილეებს.

-„ჩვენ გვინდა ჩავშალოთ ინაუგურაცია, გვინდა დავინახოთ ხალხის პროტესტი“-აცხადებს ერთ-ერთი ორგანიზატორი დევიტ ტერსტონი.

როგორც გახსოვთ, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე ტრამპის გამარჯვების შემდეგ რიგ მსხვილ ქალაქებში საპროტესტო აქციები ჩატარდა.

კომენტარის დატოვება