პუტინის ომს უკრაინაში კიდევ 2 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა

პუტინის ომს უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას ნადიმ ხმალაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„კიდევ ორი ძვირფასი პატრიოტი დავკარგეთ. დიდება გმირებს” – წერს ხმალაძე.

ცნობისთვის, უკრაინაში ოკუპანტებთან უთანასწორო ბრძოლას 41-მდე ქართველი მებრძოლი შეეწირა.