„თუ ამ ადამიანებს აქვთ პასუხისმგებლობის გრძნობა, უნდა დატოვონ თანამდებობები” – გიორგი კვაბზირიძე სანქცირებულ მოსამართლეებზე

უფლებადამცველი გიორგი კვაბზირიძე აცხადებს, რომ სანქცირებულმა მოსამართლეებმა ქვეყანა ცუდ მდგომარეობაში ჩააგდეს და მათ უნდა დატოვონ თანამდებობები:

„თითოეულმა ჩვენთაგანმა ვნახეთ ის სანქციები, რომელიც დაუწესა ამერიკამ საქართველოს. ამ შემთხვევაში ესენი [სანქცირებული მოსამართლეები] არიან ადამიანები, რომლის გამოც ქვეყანა ჩავარდა ცუდ მდგომარეობაში.

შესაბამისად, ამ ადამიანებს თუკი აქვთ რაიმე გრძნობა მაინც ქვეყნის მიმართ, პასუხისმგებლობა მაინც მინიმუმ, უნდა დატოვონ თანამდებობები” – განაცხადა გიორგი კვაბზირიძემ.

შეგახსენებთ, სანქცირებული მოსამართლეების გადადგომის მოთხოვნით, დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან უფლებადამცველებმა აქცია გამართეს.