ამნისტიის დროა! | ხვალ, 12:00 საათზე, მეტრო „რუსთაველთან” აქცია გაიმართება

საყოველთაო ამნისტიის მოთხოვნით, ხვალ, 8 აპრილს, 12:00 საათზე, მეტრო „რუსთაველთან” აქცია გაიმართება.

აქციის ორგანიზატორი უფლებადამცველი ალექსანდრე კობაიძეა.

„ხვალ, 8 აპრილს 12 საათზე რუსთაველის მეტროსთან შევიკრიბოთ და ერთად მოვითხოვოთ ამნისტია!!!

მოითხოვე ამნისტია, გამოდი გარეთ” – წერს ალექსანდრე კობაიძე სოციალურ ქსელში.