მინუს 500 ოკუპანტი ერთ დღეში | რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 181 090 (+500) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 14.04.2023-მდე ასეთია:

ტანკები – 3 650 (+4), ჯავშანტექნიკა – 7069 (+16), საარტილერიო სისტემები – 2 784 (+7), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 535 (+0). საჰაერო თავდაცვის სისტემები – 283 (+0), თვითმფრინავი – 307 (+0), ვერტმფრენები – 293 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 2339 (+0), ფრთოსანი რაკეტები – 911 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 5640 (+3), სპეციალური ტექნიკა – 321 (+1).

გენშტაბის ცნობითვე, გასული დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 49 შეტევა მოიგერია.