რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს დღეს – ვალუტის კურსის ახალი მონაცემები

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5229 ლარი გახდა.

კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.5261 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0032 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7795 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.7605 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0190 ლარი შეადგინა.