თელავში კაცი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა

თელავში 40 წლამდე ასაკის კაცი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.

თვითმხილველების თქმით, ის ქარის გამო შეფერხებული ელექტროგადამცემი ხაზების შეკეთებას ცდილობდა, რა დროსაც კაცს დენმა დაარტყა.

როგორც “ინფო რუსთავს” საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟს მამაკაცი ელექტროტრავმის შედეგად გარდაცვლილი დახვდა.

გამოცემას “ენერგო-პრო ჯორჯიაში” უთხრეს, რომ ტრანსფორმატორი, სადაც შემთხვევა მოხდა, კერძოა და მათ არ ეკუთვნით.