აფხაზეთში რუსი სამხედროებისთვის 19 საცხოვრებელი კორპუსი შენდება

РИА Новости-ის ინფორმაციით, წლის ბოლომდე აფხაზეთში სამხრეთ სამხედრო ოლქის სამხედროებისთვის 19 საცხოვრებელი კორპუსი აშენდება. სამხედროების დასახლება გუდაუთაში იქნება. ყველა ბინა აღიჭურვება საჭირო ტექნიკით და ავეჯით-აცხადებს გამოცემა. ბინები საკონტრაქტო სამსახურში მყოფი 1000 ჯარისკაცისთვის და მათი ოჯახებისთვის არის გათვლილი. დასახლებაში შენდება სკოლა-200 მოსწავლისთვის და საბავშვო ბაღი-150 ბავშვისთვის.

ამ დროისთვის უკვე აგებულია კარკასები. მშენებლობა წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს.

კომენტარის დატოვება