მკვლელობა კახეთში | ახალგაზრდა ბიჭმა 71 წლის ქალი მოკლა

კახეთში, ახმეტაში, არსებული ინფორმაციით, 18 წლის ბიჭმა ცეცხლსასროლი იარაღიდან 71 წლის ქალს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

როგორც ირკვევა, მოკლული ქალი ბიჭის მეზობლად ცხოვრობდა.

დაჭრილი სავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.