მინუს 620 ოკუპანტი ერთ დღეში | რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 183 750 (+620) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 19.04.2023-მდე ასეთია:

ტანკები – 3 665 (+4), ჯავშანტექნიკა – 7110 (+12), საარტილერიო სისტემები – 2 819 (+9), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 538 (+0).საჰაერო თავდაცვის სისტემები – 285 (+0), თვითმფრინავი – 308 (+0), ვერტმფრენები – 293 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 2376 (+23), ფრთოსანი რაკეტები – 911 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0).

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი –  5692 (+16), სპეციალური ტექნიკა – 330 (+0).