ჯვარში კორპუსის ბინის აივანი ჩაინგრა, რის შედეგადაც ქალი დაშავდა

წალენჯიხის სოფელ ჯვარში საცხოვრებელი კორპუსის აივანი ჩამოინგრა. შემთხვევის დროს აივანზე 50 წლამდე ქალი იმყოფებოდა, რომელიც ნგრევის შედეგად ქვედა სართულის აივანს დაეცა. ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს.

დაშავებული ქალი მძიმე მოტეხილობებით ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას კვლევები უტარდება.