ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 185 050 ჯარისკაცი დაკარგა – გენშტაბი

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 185 050 (+630) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 21.04.2023-მდე ასეთია:

ტანკები – 3 668 (+1), ჯავშანტექნიკა – 7126 (+6), საარტილერიო სისტემები – 2 827 (+2), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 539 (+0). საჰაერო თავდაცვის სისტემები – 285 (+0), თვითმფრინავი – 308 (+0), ვერტმფრენები – 293 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 2394 (+8), ფრთოსანი რაკეტები – 911 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0).

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი –  5713 (+6), სპეციალური ტექნიკა – 334 (+2).

გენშტაბის ცნობითვე, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოიგერიეს რუსების 60 თავდასხმა ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკას და მარინკას მიმართულებით. ყველაზე სასტიკი ბრძოლები  ქალაქ ბახმუტისთვის იმართება.