„ხმოვანი ბოტ-ჩათები შეერთებულია ჩემზე, რათა გამაგებინონ ბულინგის შემცველი სიტყვები” – ქართველი ემიგრანტი შველას ითხოვს

ამერიკაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, ემიგრანტი მარი სუბელიანი დახმარებას ითხოვს. მისი თქმით, ის ძალადობისა და ტრეფიკინგის მსხვერპლია.

სუბელიანი გვიყვება, რომ საუბარია ე.წ. ფაბრიკაზე, რომელიც სხვადასხვა კომპიუტერული პროგრამებით ადამიანებზე ზეწოლას ახდენს.

ქართველი ემიგრანტი თვლის, რომ მას ექსპერიმენტად იყენებენ და სხვადასხვა პროგრამის საშუალებით აშანტაჟებენ.

საქმეში ჩართული იყო, როგორც ამერიკელი, ისე ქართველი ადვოკატი, თუმცა სუბელიანის თქმით მან შედეგს ვერ მიაღწია, რადგან ადვოკატები „სატანისტებს გაურიგდნენ”.

ქართველი ემიგრანტი ასახელებს კონკრეტულ ადამიანებს, რომლებიც მისი მტკიცებით, მასზე ძალადობაში მონაწილეობენ.

„ფიქრის ბიზნესის ძალაში შეყვანა მოხდა ოფიციალურად, საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფო მაღალჩინოსნების მიერ. მაშინ საქართველოს თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი იყო. ამ ადამიანს ლომის წილი მიუძღვის ამ ფიქრის ბიზნესის ძალაში შეყვანის და ისრაელის თავდაცვის მინისტრთან ერთად მან მოახერხა ამ ფიქრის ბიზნესის აყვავება და შემაგდეს კომპიუტერში, როგორც ცხოველი.

2015 წელს, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში შემოვედი, მათ შექმნეს ხმოვანი ბოტ-ჩათები, რომელიც იქნებოდა შეერთებული ჩემ ჯანმრთელ ორგანიზმზე და ყოფილიყო შეკვეთებით ფიქრები. დღემდე მათი ხმოვანი ბოტ-ჩათები შეერთებულია ჩემზე, რათა გამაგებინონ ბულინგის შემცველი სიტყვები და გამილანძღონ ახლობლები, რათა უფრო ბევრი გულის ტკივილი ვიგრძნო და ამ ექსპერიმენტის საშუალებით გარდავიცვალო. მიზეზი ამის არაფერი არ არსებობს, მათ მე შემაგდეს ექსპერიმენტზე და გახსნეს სასიკვდილო ხაზი.

2021 წლის თებერვლის თვეში მე გავასაჩივრე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ავიყვანე ადვოკატი, რომელმაც საჩივარი შეიტანა საგამოძიებო სააგენტოში და ჩვენ 18 მარტს მივიღეთ წერილი, რომ მე ვარ საქართველოს მოქალაქე და არა ამერიკის, შესაბამისად ალბათ სხვა კუთხით წაიყვანდნენ ამ გამოძიებას. მე შედეგი ვერ მივიღე, რადგან ადვოკატი იმ სატანისტებს გაურიგდა.

ასევე, 2021 წლის 15 ოქტომბერს მე საქართველოშიც გავასაჩივრე ეს ყველაფერი და ავიყვანე ადვოკატი, რომელმაც მიწერა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას და ადმინისტრაციამ წერილი საქართველოს გენერალურ პროკურატურას გადასცა, რომლებმაც არაფრად არ ჩააგდეს ეს სერიოზული საკითხი და მათ გამოძიება არ დაიწყეს. დღემდე არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი ვარ.

ჩამოგითვლით, ვინც ამ საქმეშია ჩართული: ფაბრიკა “ზეგი”, კოკა ყანდიაშვილი, შაიშმელაშვილი რუსუდანი და ვინმე ჯიმშერი, ასევე, ვინმე ებრაელი მორისი, ჩადუნელი, ქართველი ებრაელი კრიხელი, მამუკა დავარაშვილი. ეს ადამიანები ცდილობენ, რომ ყოველდღიურად კავშირში იყვნენ ჩემთან.

ამ საქმეში ჩართულები არიან ქართველი ყოფილი პოლიტიკოსები და მომღერლები, ესენი არიან: სარიშვილი ირინა, ლელა წურწუმია და მისი მეუღლე მამულიჩა, ნინი ბადურაშვილი, ვინმე კუზანოვი, ავთანდილ ცქვიტინიძე, სალომე სამადაშვილი, მანუჩარ კაჭახიძე, შერმატინი ნინი და ნუკი კოშკელიშვილი თავის მეუღლესთან ერთად.

ჩემი ინტერესია, რომ დაკითხონ ეს ხალხი, თუ როგორ ახერხებენ ისინი ვირტუალურ კავშირს” – ამბობს ემიგრანტი.