“მნიშვნელოვანია ევროსასამართლო არ დათანხმებულიყო ყოფილი პრეზიდენტის უცხო ქვეყნის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას” – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და წერს, რომ მნიშვნელოვანია ევროსასამართლო არ დათანხმებულიყო მიხეილ სააკაშვილის უცხო ქვეყნის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას:

“მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, არ დათანხმებულიყო გადაუდებლად ყოფილი პრეზიდენტის უცხო ქვეყნის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას.

მნიშვნელოვანია, რომ ამ გადაწყვეტილებით ახალი რეპუტაციული ზიანი არ მიადგა საქართველოს, მით უმეტეს, იმ დროს, როდესაც განიხილება საქართველოს კანდიდატის სტატუსი.

ამავე დროს, მიმაჩნია, რომ აუცილებელია, მომავალშიც უზრუნველყოფილი იყოს მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება” წერს ზურაბიშვილი.