რუსთავში ახლად რეაბილიტირებული ლიფტი ჩავარდა

რუსთავში, 21-ე მიკრორაიონში ახლად რეაბილიტირებული ლიფტი ჩავარდა. ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი ენმ” ავრცელებს.

მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

„ქალაქ რუსთავში, 21-ე მიკრორაიონის #14 კორპუსში ახლად რეაბილიტირებული ლიფტი ჩავარდა და საბედნიეროდ, არავინ არ დაშავებულა.
Ქალაქის მერია მეტ პასუხისმგებლობას უნდა იჩენდეს ლიფტების რეაბილიტაციის დროს, რომ მსგასი გახშირებული შემთხვევები აცილებულ იქნას თავიდან” – წერია ინფორმაციაში.