რუსთავში კიდევ ერთი ახლად რეაბილიტირებული ლიფტი ჩავარდა

რუსთავში კიდევ ერთი ახლად რეაბილიტირებული ლიფტი ჩავარდა. ინფორმაციას “მთავარი არხი” ადგილობრივებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, მორიგი შემთხვევა მეგობრობის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა და არავინ დაშავებულა.

ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, ახლად რეაბილიტირებული ლიფტი რუსთავში გუშინაც ჩავარდა.