არა რუსეთს! – პარლამენტთან დღეს, 18:00 საათზე აქცია გაიმართება

“არა რუსეთს!” – დღეს,  20 მაისს, 18 საათზე, პარლამენტთან მორიგი აქცია გაიმართება.

მოქალაქეები რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და პირდაპირი ფრენების აღდგენას დღეს კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ.

აქციას უერთდებიან სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები, რომლებიც ღიად ამბობენ, რომ რუსეთი ოკუპანტია!