სოფელ კაბალში კაცი დაჭრეს | ახალგაზრდას ჭრილობები თანასოფლელმა მიაყენა

სოფელ კაბალში 28 წლის კაცი დაჭრეს. ახალგაზრდას ჭრილობები მუცლის არეში თანასოფლელმა დანით მიაყენა. ამის შესახებ ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ლაგოდეხის “არქიმედეს” კლინიკაში გადაიყვანა. ექიმის ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო.