კონკრეტულად რა მიმართულებით გააგრძელებს ხაბაძე მუშაობას უცნობია

არჩილ ხაბაძე დაკავებული თანამდებობიდან გადადგა. ოფიციალური განცხადება მან ბრიფინგზე გააკეთა და გადადგომის მიზეზად “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვა დაასახელა.

კონკრეტულად რა მიმართულებით გააგრძელებს მუშაობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აწ უკვე ყოფილი მეთაური, ჯერ უცნობია. ხაბაძემ ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა.

გაკეთებულ განცხადებაში მისი მმართველობის პერიოდი დადებითად შეაფასა და არც შემცველზე დასცდენია სიტყვა.

კომენტარის დატოვება