ნათლისღებას 47-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდება

ნათლისღებას, 19 იანვარს, სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 47-ე საყოველთაო ნათლობა დღის მეორე ნახევარში დაიწყება. კათოლიკოს-პატრიარქი 770-ზე მეტ ბავშვს მონათლავს.

პატარებს საჩუქრად ნათლობის ჯვარი და ნათლობის მოწმობა გადაეცემათ.

ამ დროსითვის უწმინდესს 30 238 ნათლული ჰყავს. ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა.

20.00 საათისთვის ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II მიბრძანდება და ნათლულებს დალოცავს.

კომენტარის დატოვება